ავტორიზაცია

ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა - ბარსელონას მეტოქე ცნობილია

ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა - ბარსელონას მეტოქე ცნობილია
თარიღი 25 თებ 2022, 15:20

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. 

შედეგად, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)

„ბრაგა“ (პორტუგალია) – „მონაკო“ (საფრანგეთი)

„პორტუ“ (პორტუგალია) – „ლიონი“ (საფრანგეთი)

„ატალანტა“ (იტალია) – „ლევერკუზენი“ (გერმანია)

„სევილია“ (ესპანეთი) – „ვესტ ჰემი“ (ინგლისი)

„ბარსელონა" (ესპანეთი) - „გალათასარაი" (თურქეთი)

„ლაიპციგი“ (გერმანია) – „სპარტაკი“ (რუსეთი)

„ბეტისი“ (ესპანეთი) – „აინტრახტი“ (გერმანია).

მერვედფინალის პირველი მატჩები 10 მარტს გაიმართება, საპასუხო კი - 17 მარტს.