ავტორიზაცია

ყარაბაღის ფეხბურთელი: "რატომ გავაუქმებინე მსაჯს გოლი? გენდუზიმ მითხრა, მუსლიმი ხარ და სიმართლე თქვი, თუ არადა ღმერთი დაგსჯისო"

ყარაბაღის ფეხბურთელი: "რატომ გავაუქმებინე მსაჯს გოლი? გენდუზიმ მითხრა, მუსლიმი ხარ და სიმართლე თქვი, თუ არადა ღმერთი დაგსჯისო"
თარიღი 25 თებ 2022, 15:32

„ყარაბაღის“ ფორვარდმა, იბრაიმა ვაჯიმ „მარსელთან“ მატჩის 34-ე წუთზე მისი გაუქმებული გოლის ეპიზოდი გაიხსენა.

ფეხბურთელმა ბურთი კარში ხელით გადაგზავნა. თავდაპირველად მსაჯმა გოლი ჩათვალა, თუმცა შემდეგ მას „ყარაბაღის“ მწვრთნელმა გურბან გარბანოვმა და კაპიტანმა მაქსიმ მედვედევმა მიმართეს და თამაშის წესების დარღვევაზე მიუთითეს. ეს მატჩი გუნდმა 0:3 წააგო და ტურნირიდან გავარდა.

„გენდუზიმ მითხრა: „ძმაო, სიმართლე უნდა თქვა. შენ მუსლიმი ხარ, თუ არადა ღმერთი დაგსჯის!

რთული იყო, ამიტომ გადავწყვიტე კაპიტანს დავლაპარაკებოდი. ვუთხარი, რომ ბურთს ხელით უნებურად შევეხე. ავუხსენი, რომ ბურთი ხელზე უბრალოდ მომხვდა.

შემდეგ მწვრთნელს დაველაპარაკეთ. მან მკითხა, რას ვფიქრობ მააზე. ვუთხარი, რომ ბურთი ხელზე შემთხვევით მომხვდა. მან მითხრა: „ცუდია, მაგრამ შენ პასუხისმგებლობა შენ თავზე უნდა აიღო და ეპიზოდი მსაჯთან განიხილო.“ საბოლოოდ, არბიტრმა გოლი გააუქმა.

რთული სიტუაცია შეიქმნა, რადგან თანაგუნდელებს მატჩის მოგება უნდოდათ, მე კი სიმართლე ვთქვი.“ - ახსნა ვაჯიმ.