ავტორიზაცია

VIDEO: "აქედან წამოსვლის შანსი არ გვაქვს", - უკრაინაში მოთამაშე ბრაზილიელები დახმარებას საკუთარ ქვეყანას სთხოვენ

თარიღი 25 Feb 2022, 15:50

დონეცკის „შახტარის“ და კიევის „დინამოს“ ბრაზილიელი ფეხბურთელები, უკრაინაში მიმდინარე საომარი ქმედებების ფონზე, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„აქ საზღვარი დაკეტილია, გაჩერებულია საჰაერო სივრცეც. აქედან წამოსვლის არანაირი შანსი არ გვაქვს. დახმარებას ბრაზილიის ხელისუფლებას ვთხოვთ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეოში ჩანს ყველასთვის კარგად ნაცნობი დავიდ ნერეშიც, რომელიც „შახტარში" „აიაქსიდან" გასულ ზაფხულს გადაბარგდა.