ავტორიზაცია

გერმანიაში პირველი და მეორე ბუნდესლიგის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

გერმანიაში პირველი და მეორე ბუნდესლიგის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება
თარიღი 25 თებ 2022, 16:45

უკრაინაში არსებულის იტუაციის გამო, გერმანიაში მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

გერმანიის საფეხბურთო ლიგამ პირველ და მეორე ბუნდესლიგის ყველა კლუბს იგივეს გაკეთება ურჩია.

DFL (გერმანიის საფეხბურთო ლიგა) მაქსიმალურად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტს. სპორტის ფასეულობებისთვის ომი ყველანაირი ფორმით მიუღებელია.

ლიგა ურჩევს, რომ პირველი და მეორე ბუნდესლიგის უკლებლივ ყველა მატჩი უახლოეს პერიოდში წუთიერი დუმილით დაიწყოს, რათა დაზარალებულებს სათანადო პატივი მივაგოთ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაბომბვის ბრძანება გასცა.

საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.