ავტორიზაცია

რეალი ასენსიოს იგივე ხელფასით ახალ კონტრაქტს სთავაზობს, ესპანელი მეტს ითხოვს

რეალი ასენსიოს იგივე ხელფასით ახალ კონტრაქტს სთავაზობს, ესპანელი მეტს ითხოვს
თარიღი 25 Feb 2022, 18:45

მადრიდის „რეალი“ და მარკო ასენსიო ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მადრიდულ კლუბს სურს ზაფხულამდე გაიგოს, 25 წლის ფეხბურთელი დარჩენას აპირებს თუ წასვლას, რადგან მისი კონტრაქტი 2023 წლის ივნისში იწურება და „რეალს“ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს.

თუ ესპანელი წასვლას გადაწყვეტს და ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, „რეალი“ მის გაყიდვას ზაფხულში შეეცდება.

ასენსიოს „რეალში“ დარჩენა უნდა, მაგრამ ხელფასის მომატებას ითხოვს. „მადრიდი“ კი ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს იგივე ხელფასით - წლიურად 4.5 მილიონი ევრო, კიდევ 1.5 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

ფეხბურთელის წარმომადგენლებმა კლუბს უთხრეს, რომ ინგლისში ესპანელს 7 მილიონ ევროს სთავაზობენ წელიწადში, „რეალი“ კი ამ თანხის გამეორებას არ აპირებს.

ამჟამად, მარკოს „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ინტერესდებიან და „რეალზე“ უკეთეს ხელფასს სთავაზობენ.

თუ საბოლოოდ ასენსიო წასვლას გადაწყვეტს, „რეალი“ მასში დაახლოებით 50 მლნ ევროს მოითხოვს.