"გთხოვთ, შეაჩერეთ ომი!" - ხვიჩა კვარაცხელიას საჯარო განცხადება
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ოფიციალურად, საომარი მოქმედება გამოცხადდა.
უკვე მეორე დღეა ამ ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
აღნიშნულ სიტუაციას რუსულ რუბინში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ეხმაურება.
"გთხოვთ, შეაჩერეთ ომი! მშვიდობა," - წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.