ავტორიზაცია

VIDEO: მოგება გამანადგურებელი სხვაობით! დინამო თბილისმა ტორპედო დაამარცხა

თარიღი 25 თებ 2022, 23:13

ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და 4-0 გაანადგურა.

ანგარიში მასპინძლებმა 29-ე წუთზე გახსნეს. გოლი გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა, რომელსაც 2 წუთში სტანისლავ ბილენკიმ უპასუხა მისი კარგი მატჩით და თბილისელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

კახა ცხადაძის გუნდმა მე-3 მეორე ტაიმში გაიტანა. 65-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის პასით კუთხურიდან საიმონ ბენიომ გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე უსმანე კამარამ სადებიუტო მატჩში სადებიუტო გოლით დააფიქსირა.

მომდევნო, მე-2 ტურში თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონ ბათუმის დინამოს 4 მარტს ბათუმში შეხვდება.