ავტორიზაცია

"აქ ვინმეს მოტყუების მიზეზს ვერ ვხედავ", - ტიტე 2022 წლის მუნდიალის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს დატოვებს

"აქ ვინმეს მოტყუების მიზეზს ვერ ვხედავ", - ტიტე 2022 წლის მუნდიალის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს დატოვებს
თარიღი 26 თებ 2022, 00:29

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ტიტე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.

"გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ვიმუშავებ. აქ ვინმეს მოტყუების მიზეზს ვერ ვხედავ", - ციტირებს 60 წლის სპეციალისტის სიტყვებს Redação sportv.

შეგახსენებთ, ტიტე "სელესაოს" სათავეში 2016 წლიდან უდგას და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2019 წლის კოპა ამერიკა მოიგო.

ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში გაიმართება, 21 ნოემბერს აიღებს სტარტს და 18 დეკემბრამდე გასტანს.