სანჩო: "რონალდუ უბრალოდ ჯადოქარია, შესანიშნავი ბიჭი: ყოველთვის გამარჯვება სწყურია, ახალგაზრდებს ასწავლის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბმა, ჯეიდონ სანჩომ გუნდის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.
"მშვენიერია მისი გვერდით ყოფნა. ჩინებული ფეხბურთელი და შესანიშნავი ბიჭია. რონალდუს ყოველთვის გამარჯვება სურს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლის და გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ გავხდეთ უკეთესები".
"ამისათვის ძალიან ვაფასებ. საერთო ჯამში, უბრალოდ შესანიშნავი ბიჭია".
– რა გასწავლათ რონალდუმ შენ და სხვა თანაგუნდელებს?
"მეტოქის მოტყუება, სწორ პოზიციაზე ყოფნა, როცა ნახევარდაცვა ბურთს ფლობს და ეს ყველაფერი".
"მას მხოლოდ იმით შეუძლია დახმარება, რომ გითხრას, რა ხდება. რონალდუ უკვე დიდი ხანია ფეხბურთშია, გამარჯვების დიდი გამოცდილება აქვს, იცის, სად უნდა აღმოჩნდეს სწორ მომენტში, როცა ბურთი ჩაგვივარდება და ა.შ".
"უბრალოდ ჯადოქარია", - ციტირებს "ეშმაკუნების" გარემარბის სიტყვებს BBC-ი.