ავტორიზაცია

VIDEO: გაიტანა და უკრაინის დროშაც გაშალა! მიქელთაძის მორიგი გოლი ავსტრალიაში

თარიღი 26 თებ 2022, 12:08

ავსტრალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ნიუკასლ ჯეტსმა საკუთარ მოედანზე მაკარტური მიიღო. მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან პირველი გოლი 32-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ გაიტანა, რომელმაც აღნიშვნისას უკრაინის დროშა გაშალა და ომში ამ ქვეყანას მხარი დაუჭირა.

ბექა მიქელთაძე მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. 11 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის დილით შეიჭრა და საომარი მოქმედებები თვითნებურად დაიწყო. 

რუსეთი ოკუპანტია და მათ უკრაინის გარდა, საქართველოს ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული.