ავტორიზაცია

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა
თარიღი 26 თებ 2022, 15:28

მოსკოვის ცსკა-ს 30 წლის ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რუსული კლუბი დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს და ამბობენ, რომ ამბავი დაზუსტებულია სპორტსმენის გარემოცვასთან.

თორნიკე შენგელიამ გუშინ ღამით უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ მათთვის ლოცულობდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის გუნდს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა, რის გამოც ქართველი გულშემატკივრისგან კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, თუმცა მისი შეცდომა აშკარად გამოასწორა.

რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.