ავტორიზაცია

სერბეთის პრეზიდენტი: "მზად ვართ, რუსული კლუბების საშინაო მატჩებს ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ"

სერბეთის პრეზიდენტი: "მზად ვართ, რუსული კლუბების საშინაო მატჩებს ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ"
თარიღი 26 თებ 2022, 15:43

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, მისი ქვეყანა რუსული გუნდების მატჩების მასპინძლობისთვის მზად არის.

"მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ინიციატივა, რუსულმა კლუბებმა საშინაო მატჩები სერბეთის ტერიტორიაზე გამართონ".

"მას შემდეგ, რაც ცალკეული ქვეყნების ზოგიერთ კლუბს არ სურს წასვლა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ეკატერინბუგში, კრასნოდაში... როგორც ჩანს, არის ინიციატივა უეფასგან, ფიბასგან...".

"ყველას თანხმობის შემთხვევაში, ნებისმიერისთვის კარგი მასპინძელი ვიქნებით, თუ ამ გზით პრობლემების მოგვარებას ხელს შევუწყობთ", - განაცხადა ვუჩიჩმა.

მოგეხსენებათ, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მესამე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.