ავტორიზაცია

"ჩვენს შეთავაზებას დათანხმდნენ", - ცნობილია, თუ რომელ ქვეყანაში ჩაატარებს უკრაინის ნაკრები საშინაო მატჩებს

"ჩვენს შეთავაზებას დათანხმდნენ", - ცნობილია, თუ რომელ ქვეყანაში ჩაატარებს უკრაინის ნაკრები საშინაო მატჩებს
თარიღი 26 თებ 2022, 16:10

უკრაინის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო მატჩების გამართვას პოლონეთში შეძლებს.

ამის შესახებ პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, სეზარ კულეშამ განაცხადა.

"დღეს მე ვესაუბრე ჩემს ძვირფას მეგობარ ანდრეი პაველკოს, UAF-ის პრეზიდენტს. პოლონეთის საფეხბურთო კავშირის სახელით უკრაინის მატჩების ჩვენს ქვეყანაში ჩატარება შევთავაზე, თუ საჭირო გახდება".

"უკრაინულმა მხარემ ჩვენი შეთავაზება მიიღო", - წერს კულეშა სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, აქამდე, უეფამ რუსულ და უკრაინულ კლუბებსა და ნაკრებებს ამ ორგანიზაციის ტურნირების ეგიდით გასამართი მატჩების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებისკენ მოუწოდა.