ავტორიზაცია

"არ გაემგზავროთ რუსეთში", - საფრანგეთის სპორტის მინისტრი ქვეყნის გუნდებსა და სპორტსმენებს

"არ გაემგზავროთ რუსეთში", - საფრანგეთის სპორტის მინისტრი ქვეყნის გუნდებსა და სპორტსმენებს
თარიღი 26 თებ 2022, 16:44

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ქვეყნის გუნდებსა და სპორტსმენებს სთხოვა, არ გაემგზავრონ რუსეთში.

როქსანა მარასინიანუმ ფრანგული სპორტის მთავარ ლიდერებთან შეხვედრა გამართა, საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური და სპორტული კომიტეტის მეთაურთან და ლიგა 1-ის ხელმძღვანელობასთან.

უკრაინაში არსებული სიტუაციის ფონზე, მინისტრმა ფრანგულ კლუბებს, ნაკრებებს და სპორტსმენებს სთხოვა, რომ რუსეთში არ ჩავიდნენ, წერს RMC Sport-ი.

ამავდროულად, სამინისტროს არც ოფიციალური რეკომენდაციები გაუცია და არც აკრძალვები დაუწესებია. თითოეული საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება.

მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინას 24 თებერვალს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მესამე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.