ავტორიზაცია

"ეს ძლიერი სიგნალი იქნება", - ლინეკერი მუნდიალის შესარჩევის ფლეი ოფიდან რუსეთის მოკვეთის ინიციატივით გამოდის

"ეს ძლიერი სიგნალი იქნება", - ლინეკერი მუნდიალის შესარჩევის ფლეი ოფიდან რუსეთის მოკვეთის ინიციატივით გამოდის
თარიღი 26 თებ 2022, 17:31

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, გარი ლინეკერი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფიდან რუსეთის ნაკრების მოკვეთას ითხოვს.

"თუ ფიფა მუნდიალის საფლეიოფო მატჩებში პოლონეთს ჩაუთვლის გამარჯვებას და რუსეთს გააგდებს (თუ, რა თქმა უნდა, რუსები უკრაინის ტერიტორიიდან არ გავლენ), ეს ძლიერი და მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება", - წერს "ბარსელონასა" და "ტოტენჰემის" ექს-ფორვარდი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, დღეს, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, სეზარ კულეშამ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდი რუსეთთან თამაშზე უარს აცხადებს.

ამის შემდეგ, პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელებმაც გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და რუსებთან მატჩში მონაწილეობის მიღება არ ისურვეს.

რუსეთმა უკრაინას 24 თებერვალს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მესამე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.