ავტორიზაცია

მე-4 მშრალი კარი! მოგება მალიორკასთან და მამარდაშვილის მორიგი მატჩი ლა ლიგაში

მე-4 მშრალი კარი! მოგება მალიორკასთან და მამარდაშვილის მორიგი მატჩი ლა ლიგაში
თარიღი 26 თებ 2022, 18:55

ესპანური ლა ლიგის 26-ე ტურში მალიორკა საკუთარ მოედანზე ვალენსიასთან 0-1 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობაში აღნიშნულ მატჩში კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეოთხე შემთხვევაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით მიმდინარე სეზონში 11-ჯერ ითამაშა, აქედან 10-ჯერ ლა ლიგაში და ერთხელაც, თასზე.

საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარე ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში თბილისის დინამოდან შეუერთდა. "ღამურებმა" ქართველი კიპერი დეკემბერში, 1 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდეს.