ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ კედლებში პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს ვერ მოუგო

თარიღი 26 თებ 2022, 21:03

პრემიერ ლიგის 27-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „უოტფორდს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

რანგნიკის გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა, ბურთს დროის 67% ფლობდა და 22-ჯერაც გაისროლა მეტოქის კარისკენ, თუმცა ზუსტი მხოლოდ 3 დარტყმა აღმოჩნდა.

„უოტფორდმა“ „ემიუს“ კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, თუმცა დე ხეა მხოლოდ ორჯერ ჩაერთო თამაშში. 

„იუნაიტედმა“ 47 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს იკავებს, თუცმა „არსენალი“ ორი ქულით უკან არის და 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, „უოტფორდი“ კი მე-19 პოზიციაზეა.