ავტორიზაცია

VIDEO: იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით უხვგოლიან მატჩში ემპოლის მოუგო

თარიღი 26 თებ 2022, 23:10

სერია ა-ს 27-ე ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „ემპოლის“ მოუგო.

შეეხვედრა სტადიო „კარლო კასტელანიზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მატჩში დუბლი დუშან ვლაჰოვიჩმა გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი კი მოიზე კინმა შეაგდო.

„ემპოლის“ რიგებში გოლები ზურკოვსკიმ და ლა მანტიამ გაიტანეს.

„იუვენტუსმა“ 2 ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და 50 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, „ემპოლი“ კი 31 ქულით მე-13 პოზიციაზეა.