ავტორიზაცია

უსიკი: "არ გავქცეულვარ, ახლაც უკრაინაში ვიმყოფები"

უსიკი: "არ გავქცეულვარ, ახლაც უკრაინაში ვიმყოფები"
თარიღი 27 თებ 2022, 10:21

ცნობილი მოკრივე, ოლექსანდრ უსიკი თავის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. უკრაინელ მოკრივეს პირად საქმეებზე მოუწია დიდ ბრიტანეთში გამგზავრება, მაგრამ ის სამშობლოში მალევე დაბრუნდა.

"ძვირფასო უკრაინელებო, დაიწერა, თითქოს ქვეყნიდან გავიქეცი, მაგრამ ეს ტყუილია. პერსონალური საქმეების გამო გავემგზავრე, შემდეგ დაბრუნდი და ახლა ისევ სამშობლოში ვარ.

მეგობრებო, გაერთიანების დროა. მძიმე დრო დაგვიდგა, ემოციებით აღსავსე ვარ. ჩემს სამშობლოს მდგომარეობას, აქ შექმნილ საომარ ვითარებას მთელი გულით განვიცდი.

ომი უნდა შევაჩეროთ, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთობლივი ძალებით", - განაცხადა 35-წლის მოკრივემ თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით. შეგახსენებთ, უსიკი ამჟამად სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონია.