ავტორიზაცია

კარპარტის 21 წლის ფეხბურთელი ომში გარდაიცვალა

კარპარტის 21 წლის ფეხბურთელი ომში გარდაიცვალა
თარიღი 27 თებ 2022, 12:42

ლვოსის კარპატის 21 წლის ფეხბურთელი ვიტალი საპილო რუსეთისა და კიევის ომში გარდაიცვალა.

როგორც უკრაინული გამოცემები წერდნენ, საპილო ომში 25 თებერვლის საღამოს, კიევთან ახლოს მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა.

21 წლის ფეხბურთელი ტანკის მეთაური იყო და უკრაინას ოკუპანტებისგან იცავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.