ავტორიზაცია

უკრაინის მოქალაქეობის მქონე ბრაზილიელი ლეგიონერი, რომელსაც შესაძლოა ომში ჩართვა მოუწიოს

უკრაინის მოქალაქეობის მქონე ბრაზილიელი ლეგიონერი, რომელსაც შესაძლოა ომში ჩართვა მოუწიოს
თარიღი 27 თებ 2022, 12:59

დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ლეგიონერები ითხოვენ შველას და მათ შორის არის ჟუნიორ მორაეშიც, თუმცა მას თავისი თანამემამულეებისგან განსხვავებით, უკრაინის დატოვების უფლება არ აქვს.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი არის უკრაინის მოქალაქეც, შესაბამისად საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულება ეხება მასაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ამ ქვეყნის მოქალაქეს.

არაა გამორიცხული, რომ დონბასელთა ფორვარდს ომში ჩართვა მოუწიოს. შეგახსენებთ, "მაღაროელებში" გადასვლამდე, 34-წლის შემტევი აგრეთვე კიევის "დინამოსა" და დონეცკის "მეტალურგის" ღირსებას იცავდა.

"შახტარის" ათიანი 2019 წლიდან არის უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრიც და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 11 შეხვედრის ჩატარება და ერთი გოლის გატანა.