ავტორიზაცია

"ვნახოთ, ეყოფა თუ არა ფიფას ამის გამბედაობა", - შესნი რუსეთის მუნდიალიდან მოხსნას ითხოვს

"ვნახოთ, ეყოფა თუ არა ფიფას ამის გამბედაობა", - შესნი რუსეთის მუნდიალიდან მოხსნას ითხოვს
თარიღი 27 თებ 2022, 15:24

"იუვენტუსის" პოლონელ გოლკიპერს, ვოიცეხ შესნის იმედი აქვს, რომ რუსეთის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთენ.

31 წლის მეკარემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთის ნაკრებმა რუსებთან გასამართ საფლეიოფო მატჩში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

"უკვე გადავწყვიტე, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ ვითამაშებ და მიხარია, რომ ჩემმა თანაგუნდელებმაც იგივე არჩევანი გააკეთეს".

"თუ ტექნიკურ წაგებას ჩაგვითვლიან, ამ გადაწყვეტილებას თავაწეულები შევხვდებით, რადგან სწორად მოვიქეცით".

"ვიმედოვნებ, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთენ. ვნახოთ, ეყოფა თუ არა ფიფას ამის გამბედაობა", - ციტირებს შესნის სიტყვებს Calciomercato.