ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლიდსმა ბიელსა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა

ოფიციალურად: ლიდსმა ბიელსა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა
თარიღი 27 თებ 2022, 15:34

"ლიდს იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარსელო ბიელსას გათავისუფლება დაადასტურა.

არგენტინელმა, რომელიც ინგლისურ კლუბს 2018 წლის ივნისიდან ედგა სათავეში, ორმხრივი შეთანხმების შედეგად წავიდა.

როგორც "ლიდსის" პრესსამსახური იტყობინება, კლუბი სპეციალისტისთვის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის მოწყობაზე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი "ლაიფციგის" ყოფილ დამრიგებელს, ჯესი მარშს 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

ცნობისთვის, "ლიდსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 26 ტურის შემდეგ მე-16 ადგილს იკავებს. გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, საშინელი ბურთების შეფარდებით - 2:17.