ავტორიზაცია

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს — 3 გრანდი, რომელსაც კუნდეს ხელში ჩაგდება სურს

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს — 3 გრანდი, რომელსაც კუნდეს ხელში ჩაგდება სურს
თარიღი 27 თებ 2022, 17:19

დიდი ალბათობით, "სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე ზაფხულში სამუშაო ადგილს შეიცვლის.

როგორც Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, ფრანგის წარმომადგენლები "ჩელსისთან", "რეალთან" და "ბარსელონასთან" აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდების შანსი ზემოთნახსენებ სამივე კლუბს აქვს.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ კუნდეს, რომელსაც ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, "ბაიერნში" გადასვლის ვარიანტი სერიოზულად არ განიხილება.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა უკანახაზელმა "სევილიას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.