ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ასეთი კაპიტნის სამკლაურის გაკეთება უკრაინის მხარდასაჭერად გადავწყვიტე"

ლევანდოვსკი: "ასეთი კაპიტნის სამკლაურის გაკეთება უკრაინის მხარდასაჭერად გადავწყვიტე"
თარიღი 27 თებ 2022, 18:18

"ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "აინტრახტთან" გამართულ გუშინდელ შეხვედრაში 33 წლის სუპერვარსკვლავს კაპიტნის სამკლაური უკრაინის დროშის ფერებში ეკეთა.

"ასეთი კაპიტნის სამკლაურის გაკეთება დილით გადავწყვიტე. ყველამ ვიცით, რაც ხდება და მთელი მსოფლიო ამის წინააღმდეგია. უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ".

"არც კი მეგონა, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. საშინელებაა. ყველა ომის წინააღმდეგია", - ციტირებს "ბაიერნის" ფორვარდის სიტყვებს Sky Sport Deutschland-ი.

მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინას 24 თებერვალს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მეოთხე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.