ავტორიზაცია

ფოტო: "რუსულო გემო, იდი ნახ***", - ქართველი ჰალკი უკრაინას მხარდაჭერას ასე უცხადებს

ფოტო: "რუსულო გემო, იდი ნახ***", - ქართველი ჰალკი უკრაინას მხარდაჭერას ასე უცხადებს
თარიღი 27 თებ 2022, 21:00

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი, რომელიც ასევე ქართველი „ჰალკის" მეტსახელით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას უცხადებს.

საგინაშვილმა „ინსტაგრამზე" სურათი განათავსა წარწერით: "რუსულო გემო, იდი ნახ***"

ცნობისთვის, ეს ფრაზა უკრაინის ერთ-ერთი კუნძულის 13 ჯარისკაცს ეკუთვნის, რომლებსაც რუსული გემი სიცოცხლის სანაცვლოდ დანებებას სთავაზობდა, თუმცა მათგან სწორედ ის პასუხი მიიღეს, რაც საგინაშვილს სთორისში უწერია.

13-ვე უკრაინელი ჯარისკაცი გარდაიცვალა, თუმცა მეორე დღესვე უკრაინამ ამ კუნძულის დაბრუნება მოახერხა. 

No description available.