VIDEO: ზედიზედ მე-8 წელია გამარჯვებით იწყებენ! საბურთალომ სამგურალს მოუგო
ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის პირველ ტურში საბურთალომ საკუთარ მოედანზე სამგურალი მიიღო და 2-1 დაამარცხა.
მე-11 წუთზე ანგარიში წყალტუბოელებმა გახსნეს დემიკო ჩიხლაძის ეფექტური გოლით, თუმცა მასპინძლებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. 44-ე წუთზე იური ტაბატაძემ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად გადარქმნა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ დააფიქსირა.
საბურთალო მე-8 წელია ეროვნულ ლიგაში თამაშობს და გუნდი ყოველ წელს სეზონის გამარჯვებით იწყებდა. თბილისელებმა ტრადიციას არც დღეს უღალატეს.
მომდევნო ტურის მატჩს საბურთალო 4 მარტს თბილისში, გაგრას წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სამგურალი საკუთარ მოედანზე ლოკომოტივს დაუპირისპირდება.