ავტორიზაცია

ბექჰემი: "როგორც ყველა მშობელს, გული მიკვდება როცა ვხედავ, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია ბავშვებზე ისახება"

ბექჰემი: "როგორც ყველა მშობელს, გული მიკვდება როცა ვხედავ, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია ბავშვებზე ისახება"
თარიღი 27 თებ 2022, 22:57

ცნობილი ინგლისელი ექს-ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი უკრაინაში არსებულ ვითარებას ეხმაურება.

„უკრაინაში არსებული სიტუაცია მისი მოსახლეობისთვის გამანადგურებელი და საშინელია.

როგორც ნებისმიერ მშობელს, გული მისკდება როცა ვხედავ, რომ საომარ ზონაში ცხოვრება უდანაშაულო ბავშვებზე ისახება.

სიტუაციის ესკალაციის მიხედვით იზრდება ბავშვების საჭიროებებიც.“ - წერს „რეალის“ და „იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი ქმედებების დაწყების ბრძანება გასცა.