VIDEO: დღის გმირი! ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიელი ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა
ავსტრიის ჩემპიონატის 21-ე ტურში ვენის ავსტრია ვოლფსბერგს დაუპირისპირდა და 1-0 მოუგო.
სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც დღის გმირი გახდა.
75-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელ ჯორჯ ტეიგლს მოედანზე ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, პირველი მასთან 24 წლის ქართველი მცველი გაჩნდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა.