ავტორიზაცია

"სიკვდილისგან იხსნა" - ავსტრიული მედია ლუკა ლოჩოშვილის გმირობას ეხმაურება

თარიღი 28 თებ 2022, 00:15

ავსტრიის ჩემპიონატის 21-ე ტურში ვენის ავსტრია ვოლფსბერგს დაუპირისპირდა და 1-0 მოუგო.

სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც დღის გმირი გახდა.

75-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელ ჯორჯ ტეიგლს მოედანზე ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, პირველი მასთან 24 წლის ქართველი მცველი გაჩნდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა. აღნიშნულ მომენტს ავსტრიული გამოცემები გამოეხმაურნენ.

"ნიკლას ვერაშნიგის მუხლი ჯორჯ ტეიგლს მოხვდა და ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. ლუკა ლოჩოშვილი ელვის სისწრაფით გაჩნდა დაშავებულთან და დღის გმირი გახდა, როცა ტეიგლის ენა დაიჭირა," - წერს Laola1.at.

"მძიმე შეჯახების შემდეგ ტეიგლი ენას ყლაპავდა, ლუკა ლოჩოშვილის გამბედავმა საქციელმა კი მას შესაძლოა სიცოცხლე გადაურჩინა," - ასე გამოეხმაურა kicker.de ლუკა ლოჩოშვილის მომენტს.

ლუკა ლოჩოშვილი 2020 წლის აგვისტოდან ავსტრიული ვოლფსბერგის წევრია და მიმდინარე სეზონში გუნდის შეუცვლელი მოთამაშეა.