ავტორიზაცია

შვედეთი დათმობაზე წასვლას არ აპირებს: "ფიფას ერთი განცხადებით უკრაინაში შექმნილი ვითარება არ შეცვლილა"

შვედეთი დათმობაზე წასვლას არ აპირებს: "ფიფას ერთი განცხადებით უკრაინაში შექმნილი ვითარება არ შეცვლილა"
თარიღი 28 თებ 2022, 12:42

შვედეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს, მიუხედავად ფიფას გადაწყვეტილებისა.

"აზრი არ შეგვიცვლია. უკრაინაში შექმნილი ვითარება ფიფას ერთი განცხადებით არ შეცვლილა, ამიტომაც პოზიცია არ შეგვიცვლია".

"პოლონეთთან და ჩეხეთთან საუბარი გვსურს, რათა ვუპასუხოთ ფიფას, თუ რას ვფიქრობთ".

"ფიფასგან უფრო მკაცრ პოზიციას ველოდით. გასაგებია, რომ ფიფას პოზიცია არ გვაკმაყოფილებს. ველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებებს".

"უაღრესად ძნელი წარმოსადგენია, რომ ფიფა ამ პოზიციის გამო დაგვსჯის. თუ ეს (შვედეთს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან) მოხდება, მაშინ ფიფა საბედისწერო შეცდომას დაუშვებს", - განაცხადა შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, კარლ-ერიკ ნილსონმა.