44 წლის ჯიჯი ბუფონმა თავის გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა
„პარმას“ გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ 44 წლის გოლკიპერმა გუნდთან ხელშეკრულება 2024 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი მეკარე „პარმაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა, ამ სეზონში მან სერია ბ-ს 23 მატჩში 8-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
26 მატჩში „პარმამ“ 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს.