ავტორიზაცია

სახელის შეცვლა გამოსავალი არ არის! - ინგლისმა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარი თქვა

სახელის შეცვლა გამოსავალი არ არის! - ინგლისმა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარი თქვა
თარიღი 28 თებ 2022, 19:05

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები რუსეთთან მატჩებს არ ჩაატარებს.

ევროპული ფეხბურთის ფედერაციები ჩრდილოელების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოკვეთას ითხოვდნენ, თუმცა ფიფამ რადიკალური ზომები არ მიიღო.

როგორც ცნობილია, რუსეთი არ იქნება მოკვეთილი, თუმცა ღონისძიებების მსვლლობის დროს არ იქნება გამოყენებული ამ ქვეყნის დროშა და ჰიმნი, თავად ნაკრები კი საფეხბურთო კავშირის სახელით გამოვა.

"სამმა ლომმა" კონკრეტიკა სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეიტანა და განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები არც რუსეთის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ ითამაშებს.