პუტინს უმაღლესი ოლიმპიური ჯილდო ჩამოერთმევა - სპორტული სამყარო რუსეთს ბოიკოტს უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, იგივე IOC-იმ რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინისთვის გადაცემული ოქროს ოლიმპიური ორდენი გამოითხოვა.
ოლიმპიური ორდენის დაბრუნება მოუწევთ რუსეთის მთავრობის სხვა წევრებსაც - თავმჯდომარის მოადგილეს, დმიტრი ჩერნიშენკოს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს.
"IOC კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დარღვეულ ოლიმპიურ ზავს. გაეროს შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს ორგანიზაციის ყველა 193 წევრი ქვეყნის შეთანხმებით, 2021 წლის 2 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
ოლიმპიური ზავი ამოქმედდა ოლიმპიადის დაწყებამდე შვიდი დღით ადრე და დასრულდება პარალიმპური თამაშების დასრულებიდან დაახლოებით შვიდი დღის შემდეგ.
IOC-ის პრეზიდენტმა, თომას ბახმა ღიად მოუწოდა ხელისუფლებებს, რომ დარჩნენ ოლიმპიური ზავის ერთგულები და მსოფლიოს მისცენ შანსი. IOC ღრმად შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და უკრაინაში ოლიმპიური საზოგადოების უსაფრთხოებით.