ავტორიზაცია

"ვაჟას ყველაზე უკეთ ესმის ჩემი", - შერიფის უკრაინელი მწვრთნელი თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა

"ვაჟას ყველაზე უკეთ ესმის ჩემი", - შერიფის უკრაინელი მწვრთნელი თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა
თარიღი 28 თებ 2022, 21:20

ტირასპოლის "შერიფის" მთავარი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად უკრაინელმა გააკეთა:

"თავდაცვაში არ ვარ, მაგრამ შევუერთდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ახლა საარტილერიო ბრიგადა ყალიბდება, არ ვიცი როდის წავალთ, შესაძლოა, დღეს ან თუნდაც ხვალ.

უცნობია სად გავემგზავრებით, მაგრამ რიგში ვარ და მზად ვარ უკრაინის დასაცავად. ვგეგმავ შერიფის გენერალურ დირექტორ, ვაჟასთან საუბარსარსებულ ვითარებაზე.

ვფიქრობ, ის გამიგებს, რადგან თარხნიშვილმა იგივე განვლო, რაც უკრაინელებმა. ის ქართველია, 2008 წელს კი რუსეთმა მისი ქვეყნის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ამიტომ, ჩვენი კლუბის დირექტორს ყველაზე უკეთ ესმის ჩემი.

ტირასპოლურმა კლუბმა ჩემი ოჯახის მოლდოვაში გადაყვანა შემომთავაზა. მაგრამ, როცა წავედი ზაპოროჟიეში და დავინახე რამდენი ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას ამ რთულ დროს, გავოგნდი", - განაცხადა მოლდოველთა დამრიგებელმა.