ავტორიზაცია

გაზპრომიც შორს ევროპული ფეხბურთისგან - უეფამ რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

გაზპრომიც შორს ევროპული ფეხბურთისგან - უეფამ რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა
თარიღი 28 თებ 2022, 22:15

როგორც მოგეხსენებათ, ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები და აღნიშნული ქვეყნის საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთეს.

ამის გარდა, საფეხბურთო ორგანიზაციამ კონტრაქტი გაწყვიტა რუსულ კომპანია "გაზპრომთანაც". აღნიშნული საკითხი მედია სივრცეში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იყო აქტუალური.

დღეს, 28 თებერვალს, ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა. მოქმედი კონტრაქტი, რომელიც გათვლილი იყო 2024 წლამდე, დროზე ადრე შეწყდა, "გაზპრომი" უეფას სპონსორი აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო ორგანიზაციისა და რუსული კომპანიის თანამშრომლობა დაიწყო 2012 წელს, 2021-ში კი 2024 წლამდე გახანგრძლივდა. უეფა შემოსავლის სახით 48 მილიონ ევროს იღებდა.