ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლიდს იუნაიტედმა მარსელო ბიელსას შემცვლელი დანიშნა

ოფიციალურად: ლიდს იუნაიტედმა მარსელო ბიელსას შემცვლელი დანიშნა
თარიღი 01 მარ 2022, 11:21

„ლიდს იუნაიტედმა“ არგენტინელი მარსელო ბიელსას შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა.

გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი ამერიკელმა მწვრთნელმა ჯესი მარშმა გააფორმა, რომლის უკანასკნელი სამუშაო ადგილიც გერმანული „ლაიპციგი“ იყო, სადაც მან იულიან ნაგელსმანი შეცვალა და დაახლოებით ექვსი თვე იმუშავა.

ბიელსა „ლიდსს“ 2018 წლიდან წვრთნიდა და ორი სეზონის წინ გუნდს ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში ამოსვლაში დაეხმარა, თუმცა ამ სეზონში გავარდნის დიდი საშიშროების წინაშე დადგა.

უახლოეს მატჩს „ლიდსი“ 5 მარტს „ლესტერის“ წინააღმდეგ პრემიერ ლიგის 28-ე ტურში გამართავს.