ავტორიზაცია

"აშშ-ს ერაყში შეჭრის დროს ამერიკელები არ გაგვიგდია და რუსებს რატომ ვჩაგრავთ?", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი

"აშშ-ს ერაყში შეჭრის დროს ამერიკელები არ გაგვიგდია და რუსებს რატომ ვჩაგრავთ?", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი
თარიღი 01 მარ 2022, 13:57

„ლივერპულის“ და ინგლისის ექს-ფეხბურთელმა, სტენ კოლიმორმა, უკრაინაში გამართული საომარი ქმედებების გამო, რუსეთზე და რუსებზე დაწესებული სანქციები გააკრიტიკა.

„ბრიტანეთიდან ამერიკელი მუშები არ გაგვიგდია მაშინ, როცა აშშ უკანონოდ ერაყში შეიჭრა. მაშინ, რატომ უნდა ავუკრძალოთ რუსებს ლეგალურად მუშაობა იმის გამო, თუ სად დაიბადნენ ისინი?“, - წერს კოლიმორი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფიფამ და უეფამ ყველა რუსული კლუბი საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს, მათ შორის რუსეთის ნაკრები - მსოფლიო ჩემპიონატიდანაც. 

coli24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი ქმედებების დაწყების შესახებ გამოაცხადა, ომი დღემდე გრძელდება.