ავტორიზაცია

ფრანკ რიბერი მანქანით შუქნიშანს შეეჯახა და თავი დაიზიანა

ფრანკ რიბერი მანქანით შუქნიშანს შეეჯახა და თავი დაიზიანა
თარიღი 01 მარ 2022, 14:07

„სალერნიტანას“ ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი საავტომობილო ავარიაში მოჰყვა.

იტალიური კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, მანქანა, რომელსაც რიბერი მართავდა შუქნიშანის ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც რიბერიმ თავის დაზიანება მიიღო.

ფეხბურთელის გამოჯანმრთელების სავარაუდო დრორ შვიდი დღე სახელდება. როგორც Corriere dello Sport ამბობს, ინციდენტი კვირას, 27 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. 

მიღებული დაზიანებების გამო, დიდი ალბათობით რიბერი პარასკევს, 4 მარტს, „ინტერთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.