ავტორიზაცია

ბარსელონამ ჩელსის მცველს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა და მის გადაწყვეტილებას ელოდება

ბარსელონამ ჩელსის მცველს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა და მის გადაწყვეტილებას ელოდება
თარიღი 01 მარ 2022, 15:59

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ „ჩელსის“ ვეტარან მცველ სეზარ ასპილიკუეტას კონტრაქტი ოფიციალურად შესთავაზა.

32 წლის ესპანელ ფეხბურთელს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და „ბარსელონაში“ გადასვლა უფასოდ შეეძლება.

„ბარსამ“ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2024 წლამდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით შესთავაზა, თუმცა თავად ასპილიკუეტას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ახლა ყველაფერი ფეხბურთელის პრიორიტეტებზე, ოჯახზე და სურვილებზეა დამოკიდებული და როგორც ფაბრიციო რომანო ამბობს, ორივე კლუბი ასპილიკუეტას საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.