ავტორიზაცია

დე ლიგტი: "ის რაც რაიოლამ თქვა, სამი თვის წინ იყო, ასე რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს"

დე ლიგტი: "ის რაც რაიოლამ თქვა, სამი თვის წინ იყო, ასე რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს"
თარიღი 01 მარ 2022, 16:32

„იუვენტუსის“ მცველმა მატეის დე ლიგტმა თავისი აგენტის, მინო რაიოლას ინტერვიუზე ისაუბრა.

„ის, რაც ჩემმა აგენტმა მინო რაიოლამ თქვა, სამი თვის წინ იყო, ასე რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ახლა მე ამ სეზონზე ვარ კონცენტრირებული.

„იუვენტუსში“ ყოფნა ძალიან მომწონს. რაღაც ახალს ყოველკვირა ვსწავლობ და ეს ძალიან მომწონს.“ - ციტირებს დე ლიგტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

სამი თვის წინ, რაიოლამ აღნიშნა, რომ დე ლიგტი გუნდის შეცვლისთვის მომწიფდა და ეს შესაძლოა 2022 წლის ზაფხულსვე მოხდეს.

„იუვენტუსში" ნიდერლანდელი მცველი 85.5 მილიონ ევროდ „აიაქსიდან" 2019 წელს გადავიდა.