ავტორიზაცია

მანჩესტერი ნაპოლის ფორვარდით ინტერესდებოდა, თუმცა ფასმა შეაშინა

მანჩესტერი ნაპოლის ფორვარდით ინტერესდებოდა, თუმცა ფასმა შეაშინა
თარიღი 01 მარ 2022, 16:35

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმჰენის შეძენით ინტერესდებოდა.

Daily Star-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები იქამდე მივიდა, რომ „ნაპოლიმ“ ნიგერიელის ფასიც დაასახელა - 120 მილიონი ევრო, რაზეც „იუნაიტედმა“ მტკიცე უარი განაცხადა და ამის შემდეგ, სხვა ფეხბურთელებზე გადაწყვიტა ყურადღების გამახვილება.

ოსიმჰენი „ნაპოლიში“ „ლილიდან“ 2020 წელს 75 მილიონ ევროდ გადავიდა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ვიქტორმა 17 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე, ოსიმჰენის ანგარიშზე ევროპა ლიგის 5 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.