VIDEO: ისტორიული კადრები - მილანური დერბის დაწყებისას, სან სიროს პუბლიკას ანდრეი შევჩენკომ მიმართა
იტალიის თასის ნახევარფინალში, მილანური დერბის დაწყების წინ, „მილანის“ ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ, „სან სიროზე“ განთავსებული ეკრანიდან ხალხს მიმართა.
„მინდა, მხარდაჭერა გთხოვოთ. უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს. მოდით, ეს ომი ერთად შევაჩეროთ.“ - თქვა ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა.