ბალოტელი: "ოსტატობის თვალსაზრისით, მესისა და რონალდუს დონეზე ვიყავი, მაგრამ ყველა შანსი გავანიავე"
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნედუმ ონუოჰამ გაიხსენა, თუ როგორ ედრებოდა მარიო ბალოტელი მესისა და რონალდუს.
"მანჩესტერ სიტიში" ერთად 2011/12 წლების სეზონში მხოლოდ ნახევარი წელი ვითამაშეთ, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმ ბიჭის გასაცნობად, რომელიც ინგლისში 20 წლის ასაკში ჩამოვიდა".
"სამუდამოდ მემახსოვრება ერთი ისტორია. ბაზაზე ვიღაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე საუბრობდა. მარიო ლაპარაკში ჩაერთო და თქვა, რომ მათზე ცუდად არ ვთამაშობო".
"ოთახში ყველა გაჩუმდა, მაგრამ მარიოს სახე საერთოდ არ შეცვლილა. ეს სრული სერიოზულობით თქვა".
"მარიო სხვებისგან ნამდვილად განსხვავებული იყო, მაგრამ არა იმდენად, როგორც ამბობდნენ. გასულ კვირაში ვესაუბრე და ძალიან შეცვლილია, ვერ დავიჯერე".
"მესისა და რონალდუზე საუბრისას, მარიომ აღიარა: "მათ დონეზე ყოფნის რამდენიმე შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან. მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ოსტატობის მხრივ მათ დონეზე ვიყავი. თუმცა, ყველა შანსი გავანიავე".
"ახლა იგივეს ვერ ვიტყვი. რამდენი "ოქროს ბურთი" მოიგო რონალდუმ? ხუთი? ვერავინ შეედრება მესისა და რონალდუს. მაგრამ თუ სწორედ საფეხბურთო ოსტატობაზე ვისაუბრებთ, არაფერი მაქვს დასაწუნი, გულწრფელად გითხრათ", - გადმოსცა ონუოჰამ ბალოტელის სიტყვებს.
მოგეხსენებათ, ამჟამად "სუპერ მარიო" "ადანა დემირსპორის" ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში 31 წლის იტალიელმა თურქეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.