ავტორიზაცია

EA Sports-მა FIFA 22-დან რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული კლუბი ამოშალა

EA Sports-მა FIFA 22-დან რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული კლუბი ამოშალა
თარიღი 02 მარ 2022, 21:05

კადანურმა კომპანია EA Sports-მა საკუთარი თამაშიდან რუსეთის ეროვნული ნაკრები და რუსული კლუბები ამოიღო.

ამიერიდან, FIFA 22-ში ვერავინ შეძლებს რუსეთის ეროვნული ნაკრებით ან რომელიმე რუსული კლუბით თამაშს.

“EA Sports უკრაინული ხალხის მიმართ სოლიდარობას იზიარებს და მსოფლიო მასშტაბით უამრავი საფეხბურთო ხმის მსგავსად, უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ფიფასთან და უეფასთან ჩვენი თანამშრომლობიდან გამომდინარე, EA Sports-მა გადაწყვიტა, რომ FIFA 22-დან, FIFA Online-დან და FIFA Mobile-დან ამოიღოს რუსეთის ეროვნული ნაკრები და ყველა რუსული კლუბი.“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რუსეთი ფიფამ და უეფამ მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა, ყველა რუსული კლუბი კი - ევროტურნირებიდან.