საბა კვერკველია გიორგი წიტაიშვილის გზით - ქართველმა მცველმა უკრაინა დატოვა
ხარკოვის მეტალისტის ქართველმა მცველმა საბა კვერკველიამ უკრაინა დატოვა და საქართველოში მოემგზავრება.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, 30 წლის ცენტრალური მცველი მოლდოვაშია, საიდანაც რუმინეთის და თურქეთის გავლით თბილისში ჩამოვა.
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კვერკველია ქალაქ ხარკოვიდან პოლტავაში გადავიდა, სადაც სიმშვიდე იყო, იქედან კი მოლდოვის საზღვრამდე 30 საათის გავლა მოუხდა.
მსგავსი გზით დაბრუნდა საქართველოში ოდესის ჩერნომორეცის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილიც.