ავტორიზაცია

საოცარი მატჩი: გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასის ფინალშია!

საოცარი მატჩი: გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასის ფინალშია!
თარიღი 03 მარ 2022, 02:37

ესპანური კოპა დელ რეის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი მიიღო და 1-0 დაამარცხა.

მასპინძელთა კარს მნიშვნელოვან მატჩში გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

ესპანეთის თასის ფინალი 23 აპრილს სევილიაში გაიმართება. ვალენსიას მეტოქე ბეტისსა და რაიო ვალეკანოს შორის გამარჯვებული იქნება.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიამ დინამო თბილისისგან იჯარით წაიყვანა, დეკემბერში კი 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა.