ავტორიზაცია

დღეს, ქართული დერბი რუსეთის თასზე

დღეს, ქართული დერბი რუსეთის თასზე
თარიღი 03 მარ 2022, 11:58

დღეს, 3 მარტს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, ყაზანის "რუბინი" რუსეთის თასის გათამაშების მერვედფინალში ერთშეხვედრიან ფორმატში ვოლგოგრადის "როტორს" დაუპირისპირდება.

"თათრების" შემადგენლობაში მოედანზე უდიდესი ალბათობით იქნება ხვიჩა კვარაცხელია, "ლურჯების" რიგები კი ქართველი გულშემატკივრისთვის აგრეთვე ინტერესს იწვევს.

"როტორში" თამაშობენ ბექა ქავთარაძე და ილია ბერიშვილი. ამის გარდა, ვოლგოგრადში ირიცხებიან ნიკოლოზ ყიფიანი და ბექა მახათაზე, თუმცა ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

რუსეთის თასის გამარჯვებული მომავალ სეზონში ხვდებოდა ევროპა ლიგაზე, თუმცა უკრაინაში დატრიალებული ომის შემდეგ, უეფამ რუსული კლუბები ევროტურნირებს მოკვეთა.