ავტორიზაცია

დიეგო კოშტა ცალი ფეხით ახალ გუნდშია, კონტრაქტის დეტალებიც გარკვეულია

დიეგო კოშტა ცალი ფეხით ახალ გუნდშია, კონტრაქტის დეტალებიც გარკვეულია
თარიღი 03 მარ 2022, 22:13

"ატლეტიკოსა" და "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, 33 წლის ესპანელი "კორინთიანსში" გადასვლასთან არის ახლოს.

კოშტას 2022 წლის დეკემბრამდე გათვლილ კონტრაქტს სთავაზობენ, რა დროშიც იგი ხელფასის სახით 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მოგეხსენებათ, გამოცდილი ფორვარდის ბოლო კლუბი აგრეთვე ბრაზილიური "ატლეტიკო მინეირო" გახლდათ, რომლის რიგებიც იანვარში დატოვა.

დიეგო კოშტამ 2021 წელს ბრაზილიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გატანილი ბურთით გამოიჩინა.