ავტორიზაცია

მილინკოვიჩ-სავიჩს რამდენიმე ევროპული გრანდი უმიზნებს, ლაციო ასტრონომიულ თანხას ითხოვს

მილინკოვიჩ-სავიჩს რამდენიმე ევროპული გრანდი უმიზნებს, ლაციო ასტრონომიულ თანხას ითხოვს
თარიღი 03 მარ 2022, 22:38

"ლაციოს" ნახევარმცველმა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, 27 წლის სერბისადმი ყურადღებას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი" იჩენენ.

გარდა ამისა, რომაელთა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში შესაძლოა "პსჟ"-ც ჩაერთოს, რომელიც მისით აქამდეც ინტერესდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლაციო" მილინკოვიჩ-სავიჩს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს. "არწივები" მხოლოდ ამ თანხაზე არიან თანახმა, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის სასურველ ტრანსფერებს მოახმარს.

მიმდინარე სეზონში სერგეიმ ყველა ტურნირზე ერთად რომაული კლუბის მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.